HOT News Portal - шаблон joomla Книги

 

GeorgianGeorgiaEnglish (UK)

სერვისები

წარმოება:
1.სტარვიზიას აქვს საკუთარი შემოქმედებითი სტუდია, სადაც მზადდება ვიდეო და აუდიო პროდუქცია , რომელსაც ჩვენს ციფრულ მულტი-მედია-პლატფორმაზე განვათავსებთ.
2.სარეკლამო პროდუქციაზე შესაძლო დაკვეთების შესასრულებლად, დამატებით ვთანამშრომლობთ სარეკლამო სააგენტო ,,ქედი სტუდიოსთან ‘’ www.kedistudio.com.ge

მედია კომუნიკაცია:

1.სარეკლამო პროდუქტის შექმნისა და განთავსებისათვის შევიმუშავებთ სპეციალურ მედია და ფინანსურ გეგმას. ჩვენი ციფრული ფორმატის გათვალისწინებით შესაძლებლობები ბევრია. ამიტომ ძირითადად გაიყიდება მედია მიქსის ეკონომპაკეტები. რაც ნიშნავს რომ ერთდროულად თქვენი რეკლამა განთავსდება 4 არხზე ( ტელევიზია,რადიო,ინფოპორტალი და მობილური აპლიკაცია...) რა თქმა უნდა სხვადასხვა კრეატიული კონტენტით, რომლის შექმნაში შეგიძლიათ თვითონ მიიღოთ მონაწილეობა.
2.აგრეთვე შესაძლებელია: რეკლამა განთავსდეს მხოლოდ ტელევიზიისა და რადიოს ეთერში;
ასევე შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ ახალი ამბების პორტალზე, ან საკომუნიკაციო აპლიკაციაზე.
3.ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ლოკალურ და საერთაშორისო მედია სააგენტოებთან და დაგეხმარებით თქვენი რეკლამის ნებისმიერ ამ მედიასაშუალებებში განთავსებაში.

სხვადასხვა კრეატიული მომსახურება:

4.მულტი მედია ციფრული პლატფორმა ,,სტარვიზიის’’ მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ სასპონსორო და პროდაქტ პლეისმენტის მომსახურებაც. ყველაზე ეფექტური მომსახურება ამ სფეროში მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი რადგან ფაქტიურად სულ პირდაპირ ეთერში ვართ. შესაბამისად წამყვანები შეასრულებენ სპეციალურ მარკეტინგულ და PR დავალებებს. შესაძლებელია პირდაპირ ეთერში გათამაშებების მოწყობა, უფრო იაფად ვიდრე სხვაგან.

PR & GR მომსახურება

1.სტარვიზიისა და საინფორმაციო სააგენტო NEWSDAY.GE ერთობლივად გათავაზობთ PR-ს კომერციული ორგანიზაციებისათვის და სამთავრობო PR-ს როგორც ქვეყნის შიგნით აგრეთვე მსოფლიოს 132 ქვეყანაში. დამზადდება შესაბამისი კონტენტი და განთავსდება როგორც სტარვიზიის და საქართველოს მედიაში, ასევე მოთხოვნილ ქვეყნის მედია სივრცეში. ამ საკითხზე ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სააგენტო მაკენ -თან . www.mccann.com
2.ჩვენი ჟურნალისტები მოამზადებენ სიუჟეტებსა და სტატიებს, თქვენთვის სასურველ თემაზე, როგორც ტელევიზიისთვის, ასევე რადიოსადა ვებგვერდისთვის. ასევე შესაძლებელია, მხოლოდ ინტერნეტ პორტალებისათვის, ვიდეო რგოლების,სიუჟეტებისა და ფოტო რეპორტაჟების დამზადება და განთავსება.
3.შეიძლიათ ისარგებლოდ სპეციალური შემოთავაზებით :
გახდით „სტარვიზიის“ ხელმომწერი და ყოვედღიურად მიიღეთ ახალი ამბების პაკეტი ელექტრონულ ფორმატში:ამ პაკეტის ფასია თვეში - 500 ლარი + დღგ

აგრეთვე, დამატებით მომსახურებად, შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ თქვენი საქმიანობის, ან თქვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ პრეპიარი და პოსტპიარი .
დამატებით, შესაძლებელია, ამ ინფორმაციის გავრცელება სხვა და სხვა მედია საშუალებებით , ამის ღირებულება დამატებით დაითვლება .
დამატებით , სპეციალურად ჩვენი ხელმომწერებისათვის, თვეში ერთხელ, უფასოდ გაიხსნება „სტარვიზიის“ ყველა საკომუნიკაციო არხი, მათი სიახლეების გამოსაცხადებლად.

4.ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ გააკეთონ სპეციალური დაკვეთა , დროის გარკვეულ პერიოდში, მათი კომპანიის ან საინტერესო დარგის ინფორმაციების მონიტორინგსა და ერთ პაკეტად შესყიდვაზე. ასეთი შეკვეთის ფასი დაითვლება სპეციალურად.

ფოტო, ვიდეო და აუდიო წარმოება :

1.სტარვიზიის გადამღები ჯგუფი მზადაა მიიღოს სპეციალური შეკვეთები კორპორაციული ღონისძიებების, პრეზენტაციების და ნებისმიერი სხვა მოვლენის გადაღება / მონტაჟზე .
2.შესაძლებელია პირდაპირ ეთერში გაშვება მოდის კვირეულების , ფესტივალების და საქველმოქმედო კონცერტების.
3.„სტარვიზიას“შეუძლია მიიღოს და ჩართოს პირდაპირ ეთერში ინტერნეტით შემოსული ნებისმიერო სიგნალი როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან.

ყველა ამ სერვისის მისაღებად , აგრეთვე ინფორმაციის დღის მთავარ ბლოკში ან მიმდინარე სტარ ნიუსებში ერთჯერადი განთავსებისთვის, მიმართეთ მარკეტინგულ განყოფილებას :
ტელ: +995 32 237 80 00 / +99 55 77 52 15 00
ელ-პოსტა : JLIB_HTML_CLOAKING