HOT News Portal - шаблон joomla Книги

 

GeorgianGeorgiaEnglish (UK)

პროგრამები

დილის ეთერს 9 საათზე  ხსნის საინფორმაციო ბლოკი.

დილის 10.00-ზე იწყება გადაცემა ,,ვარსკვლავური დილა“. ჩვენი წამყვანები გაგაცნობენ  საინტერესო და სახალისო ამბებს, შეგიქმნიან კარგ განწყობას, შემოგთავაზებენ საუკეთესო მუსიკას.

დილის 12 .00-ის შემდეგ, დღის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში გადის საინფორმაციო- გასართობი პროგრამა „სტარშოუ“, როგორც ტელევიზიით ასევე რადიოეთერით.  

ყოველ საღამოს  22.00-ზე ეთერშია ,,ფილმუზიონი" სხვადასხვა კინოფილმებით. მაყურებელს შევთანავზებთ  როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ფილმების რეტროსპექტივას.

მთელი საეთერო დროის განმავლობაში,  გეგმის მიხედვით,  გადანაწილდება ანონსები და სარეკლამო რგოლები. 

მულტიმედია-ციფრული პლატფორმა ,,სტარვიზია'' უკვე ხელმისაწვდომია ყველგან სადაც ინტერნეტია

კორპორატიული საიტით  www.stargroup.ge  და  www.myvideo.ge 

დაწყებულია სიგნალის მიწოდება  სხვადასხვა საკაბელო ტელევიზიებითვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

„სტარვიზია“ უკვე ჩართულია ისეთ ძირითად საკაბელო ტელევიზიებში როგორიცაა: „სილქ ტვ“; „კაუკასუს ონლაინ ტვ“; „გლობალ ტვ“, „სუპერ ტვ“, აჭარის „საკაბელო ერა“.

 ასევე ჩართულია ქუთაისის,  მარნეულის, გორის,  ხაშურის,  ზუგდიდის, ახალციხის, ბორჯომის, თელავის, გურჯაანის, მესტიის, ახმეტის საკაბელო ტელევიზიებში.

მულტი-მედია ციფრული პლატფორმა ,,სტარვიზია”   შეიქმნა      სოციალური პრინციპებიდან გამომდინარე:

  1. ჩვენს თამამემამულეებს მთელი მსოლფლიოდან,  ღია ინტერნეტით, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ გვიყურონ, გვისმინონ და წაიკითხონ  უახლესი ინფორმაცია ქართულ ენაზე.
  2. ეს კონცეფცია და,  განსაკუთრებით, მობილური აპლიკაცია, ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების  ადამიანებისათვისაც
  3. ვისაც უნდა,  მოუსმენს, ვისაც უნდა უყურებს და ვისაც უნდა, წაიკითხავს.

      სტარვიზიის სლოგანია: გვიყურე. გვისმინე. წაიკითხე.