HOT News Portal - шаблон joomla Книги

 

GeorgianGeorgiaEnglish (UK)

ჩვენ შესახებ

მულტიმედია-ციფრული პლატფორმა ,,სტარვიზია" ჩამოყალიბდა 2015 წლის იანვარში, რადიო-სადგურ „სტარ ეფ-ემ 93,9“-ის ბაზაზე. მისი დამფუძნებელია ,,გაა ჰოლდინგი''. „გაა ჰოლდინგი“ 25 წლის ჰოლდინგური კომპანიების გაერთიანებაა და რამდენიმე ბიზნესმიმართულებას მოიცავს.

ესენია: ბიზნესისა და მარკეტინგის საკონსულტაციო, საავტომობილო ტრეიდინგი და სერვისული მომსახურება, საერთაშორისო სარეკლამო მომსახურების სააგენტოები, გენერალური ტრეიდინგი . მულტიმედია პლატფორმა ,,სტარვიზია'' მოიცავს:

1. საკაბელო, სატელიტურ და ინტერნეტ ტელევიზიას

2. რადიოსადგური STAR FM 93,9 და ინტერნეტრადიო

3. საინფორმაციო სააგენტო და პორტალი www.newsday.ge

4. საკომუნიკაციო მობილური აპლიკაცია აიფონისა და ანდროიდის მოწყობილობებისათვის.

ახალი ამბების განყოფილების მუშაობის პრინციპი: „სტარვიზიამ“ ჩამოაყალიბა საინფორმაციო სააგენტო www.newsday.ge, რომლის ფუნქციაშიც შედის ოპერატიული, ექსკლუზიური, დაბალანსებული ინფორმაციის, აუდიო, ვიდეო და ფოტო-მასალის მოპოვება-გავრცელება ტელევიზიით, რადიოეთერითა და ვებგერდის საშუალებით. საინფორმაციო გამოშვებები ტელევიზიისა და რადიოს ეთერში „ სთარვიზია“ და რადიო STAR FM 93.9 , გადის საათში ერთხელ ერთდროულად. ინფორმაციის ტექსტური ვერსიები ვრცელდება ინტერნეტ პორტალ newsday.ge-სა და მისივე ფეისბუქის გვერდზე;

აგრეთვე- STAR FM 93,9- ის ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც 400 000 ზე მეტი მოგობარი ყავს. აპლიკაცია კომუნიკატორი იმისათვის, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია, გაიგოთ საინტერესო და სახალისო ამბები, მოისმინოთ საუკეთესო მუსიკა, თავად გახდეთ ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესის თანამონაწილე, უყურეთ „სტარვიზიას“, უსმინეთ რადიო „სტარ ფე-ემ 93.9 – და იკითხეთ ჩვენი ინტერნეტ პორტალები.

ამისთვის ჩვენ გთავაზობთ „სტარვიზიის“ მობილურ აპლიკაცია-კომუნიკატორს. თქვნ შეგიძლიათ უფასოდ გადმოიწეროთ და დააინსტალიროთ თვენს აიფონზე ან ანდროიდზე და ისარგებლოთ სტარვიზიის სრული რესურსებით. მობილურით ან ტაბლეტით გადაიღეთ მიმდინარე მოვლენის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა და გამოგვიგზავნეთ სტარვიზიის იმეილზე. მოგვწერეთ ამ მოვლენის შესახებ და და გახდით ჩვენი რეპორტიორი. საუკეთესო ინფორმაცია სწრაფად განთავსდება „სტარვიზიის“ მულტი-მედია სივრცეში. კვალიფიციური და მუდმივი რეპორტიორი დასაჩუქრდება.