პოლიტიკა

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური – დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა ამ …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური – უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს, მიაყენებს მათ შეურაცხყოფას

ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას …

ნახვა »

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო სექტორს ევალებათ ინფორმაციის გასაჯაროება, იგივე უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება დემოკრატიის ფუნდამენტური პირობაა და სწორედ ამას ემსახურება ეს ინიციატივა. „აქამდე ვერცერთი …

ნახვა »

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – ამის შესახებ ელისაშვილის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს. ადვოკატისთვის გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ დეპუტატის რამდენიმე საათით გაჩერება განყოფილებაში, როდესაც ის სასტიკად ნაცემი იყო. უფლებადამცველი პოლიციის მხრიდან დარღვევებზე  და უფლებამისილების გადამეტებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები წაცეულ ელისაშვილს ურტყამდნენ “განრიდება …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა

გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. „გუშინ შსს-ის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან …

ნახვა »

სახალხო დამცველი – გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები

საქართველოს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის ღამეს აქციის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს გამოეხმაურა და მონიტორინგის პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. ომბუდსმენის თქმით, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების …

ნახვა »

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 83-მა წევრმა. ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. მამუკა მდინარაძემ განმარტა, სინამდვილეში რას მოიცავს კანონპროექტი და ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პროექტში არცერთი შეზღუდვა არ არის. „მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია, ჩვენ მომსწრენი ვართ დიდი აფერის, …

ნახვა »

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი. ამ ქმედებებით ირანმა ნაბიჯი გადადგა რეგიონში დესტაბილიზაციისკენ და რეგიონული, უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გაზრდისკენ. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ

ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში. როგორც კობახიძე აცხადებს, დარწმუნებულია, რომ „ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას …

ნახვა »

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია იგეგმება

სამოქალაქო ორგანიზაციები პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია – „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი – ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ

ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი – ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, როგორც ხელოვანი ადამიანები, ისე ფეხბურთელები “შავი ფულისათვის ბრძოლის …

ნახვა »

პაველ ჰერჩინსკი – ცოტა დრო რჩება, არ დაკარგოთ დრო, საქართველოსთვის ყველა ინგრედიენტი არსებობს, რათა მიაღწიოს პროგრესს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე

შარშან, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერმა მოგცეს გზამკვლევი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, ეს გზამკვლევი შედგება ცხრა ნაბიჯისგან. ისინი ძალიან მკაფიოა, – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის აქტიური კომუნიკაცია არსებობს. „გასულ …

ნახვა »

კახა კალაძე – ისინი, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან – ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია

ისინი, ვინც სპორტის პოლიტიზებას ახერხებს, ძირითადად, რადიკალური ჯგუფები არიან – ჩემს განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არ მოჰყოლია, ეს კრიტიკა იყო რადიკალების მხრიდან, ვინც ქვეყნის მტერია , – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახი კალაძემ კრიტიკას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა. მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა “ნაცია”. როგორც კახა …

ნახვა »

TimeOut-მა მსოფლიოს ულამაზეს 16 პატარა ქალაქს შორის სტეფანწმინდა დაასახელა

ბრიტანულმა სამოგზაურო მედია პლატფორმამ TimeOut მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქი დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები – ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით. სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით ცნობილია …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია